ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი აწარმოებს შემდეგი
სახის ფასიან მომსახურებას:
1. ამინდის მოკლევადიანი პროგნოზები (საქართველოს
ტერიტორიისთვის, ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონების
და პუნქტების მიხედვით);
2. ამინდის საშუალო პროგნოზები (საქართველოს
ტერიტორიიასთვის, ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონების
და პუნქტების მიხედვით);
3. თვის პროგნოზი საქართველოს ტერიტორიისათვის
(ფიზიკურ-გეოგრაფიული რეგიონებისთვის);
4. სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მიმდინარე
დღის მეტეოინფორმაცია (ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული
წნევა, ღრუბლიანობა, ქარის მიმართულება და სიჩქარე,
ატმოსფერული მოვლენები);
5. ჰიდროლოგიური საგუშაგოების ყოველდღიური ინფორმაცია
(წყლის დონე და შესაბამისი ხარჯი);
6. საქართველოს ძირითად მდინარეთა წყლიანობის
სამი დღის პროგნოზი;
7. წყლის ხარჯის დღეღამური პროგნოზი მდ. მტკვარზე
ქ. თბილისთან (დაინტერესებულ შემთხვევაში სხვა
მდინარეებზეც);
8. წყლის ხარჯის დეკადური/თვის/დეკადური პროგნოზი
საქართველოს ძირითად მდინარეებზე;
9. გაზაფხულის წყალდიდობის პარამეტრების და აპრილ_დეკემბრის
პერიოდში მდინარეთა წყლიანობის პროგნოზი ძირითად
საქართველოს მდინარეებსა და წყალსაცავებზე;
10. გაფრთხილება წყლის დონის მოსალოდნელი მკვეთრი
ცვლილების შესახებ;
11. ინფორმაცია სიონის წყალსაცავის მდგომარეობის
შესახებ;
14. მეტეოროლოგიური სადგურების და საგუშაგოების
მეტამონაცემები (ინფორმაცია მონაცემების შესახებ);
15. მეტეოროლოგიურ სადგურებზე და საგუშაგოებზე
დაკვირვებული მეტეოროლოგიური ელემენტების ჩამონათვალი:
· ჰაერის ტემპერატურა 0c (საშუალო, მაქსიმალური,
მინიმალური);
· ნიადაგის ზედაპირის ტემპერატურა 0c (საშუალო,
მაქსიმალური, მინიმალური);
· ჰაერის სინოტივე (წყლის ორთქლის პარციალური
წნევა, ნაჯერობის დეფიციტი, ნამის წერტილი, შეფარდებითი
სინოტივე);
· ჰაერის ტემპერატურის და შეფარდებითი სინოტივის
ყოველსაათიანი ინფორმაცია თვითმწერებით;
· ატმოსფერული წნევა ჰექტოპასკალში (სადგურის
დონეზე, ზღვის დონეზე, ბარიული ტენდენცია);
· ნალექების რაოდენობა (მმ-ში);
· ქარი (სიჩქარე მ/წმ-ში, მიმართულება გრადუსებში,
რუმბებში);
· ატმოსფერული მოვლენები (სახე, ინტენსივობა,
დაწყება დამთავრება);
· ამინდი ვადაზე და ვადებს შორის;
· მოღრუბლულობა (ფორმა, რაოდენობა, სიმაღლე);
· ხილვადობა (კმ-ში);
· ნიადაგის ზედაპირის მდგომარეობა (დახასიათება);
· თოვლის საბურველი (სიმაღლე, თოვლით დაფარულობის
ხარისხი, თოვლის საფარის განფენილობის დახასიათება,
თოვლის მდგომარეობის დახასიათება, თოვლის სიმკვრივე);
· მზის ნათების ხანგრძლივობა (საათობრივი);
· ნიადაგის სიღრმის ტემპერატურა (5,10,15,20
სმ.);
· ტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენები;
16. მეტეოროლოგიური სადგურებისა და საგუშაგოების
ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება და ისტორია;
17. მეტეოროლოგიური ცხრილების მომზადება (ყოველდღიური
მეტეოროლოგიური 8 ვადიანი დაკვირვებები და თვის
განზოგადოებული შედეგები სხვადასხვა მეტეოროლოგიური
ელემენტებისათვის) ყოველი მეტეოროლოგიური სადგურისა
და საგუშაგოსათვის თვის პერიოდებით;
18. მეტეოროლოგიური ყოველთვიურის მომზადება,
სადაც მოთავსებულია:
· ცხრილები მეტეოროლოგიური ელემენტების მიხედვით;
· განმარტებები ამა თუ იმ მეტეოროლოგიური ელემენტების
გაზომვის ან გამოთვლის თაობაზე;
· აღნიშნულ თვეში არსებული სადგურების და საგუშაგოების
სია და მეტა მონაცემები შესაბამისი შენიშვნებით
და კოტროლის შედეგებით;
· შესაბამის თვის მეტეოროლოგიური პირობები და
სტიქიური მოვლენები,
· კლიმატური ინფორმაციით მომსახურება;
19. ყველა სახის ცალკეული კლიმატური მახასიათებლები
(ჰაერის და ნიადაგის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა,
ატმოსფერული ნალექები, თოვლის საფარი, ქარი, ღრუბლიანობა,
ნისლი, ელ-ჭექი, სეტყვა, ქარბუქი, მზის რადიაცია
და რადიაციული ბალანსი, მზის ნათება) მეტეოროლოგიური
სადგურებისა და საგუშაგოებისთვის.
20. კომპლექსური კლიმატური მახასიათებლები:
ა) სამშენებლო-კლიმატური ნორმები:
· საანგარიშო ტემპერატურა;
· ყველაზე ცივი ხუთდღიურების განმეორებადობა;
· გათბობის პერიოდის საშუალო ტემპერატურა და
პერიოდის ხანგრძლივობა;
· გრადუს-დღეების საშუალო რიცხვი;
· ქარის საანგარიშო სიჩქარე;
· ქარისა და წვიმის ერთობლივი კომპლექსი;
ბ) ტურიზმის კლიმატური ინდექსი;
21. GIS ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოს
დარაიონების რუკები კომპლექსური კლიმატური მახასიათებლების
მიხედვით;
22. გლობალური გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზების
საფუძველზე სამხრეთ კავკასიისათვის გრძელვადიანი
(2020-2100 წ.წ.) კლიმატური პროგნოზი საქართველოს
ტერიტორიისათვის, შედგენილი სხვადასხვა შესაძლო
სცენარების მიხედვით;
23. ყოველდეკადური აგრომეტეოროლოგიური ბიულეტენი
(თანდართული ცხრილებით და სქემატური რუკებით);
24. წლის აგრომეტეოროლოგიური მიმოხილვა (თანდართული
ცხრილებით, გრაფიკებით და დიაგრამებით);
25. განსაკუთრებით არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში
სპეციალური აგრომეტეოროლოგიური მიმოხილვა სასოფლო-სამეურნეო
კულტურებსა და მინდვრის სამუშაოებზე, აგრეთვე
მათზე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის გავლენის
შესახებ;
26. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ფენოლოგიურ
დაკვირვებათა მონაცემები და ფენოლოგიური პროგნოზები;
27. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ტენუზრუნველყოფის
პირობების შეფასება.
· მონაცემები სახნავი ფენის ტემპერატურაზე გაზაფხული-ზაფხულის
პერიოდში;
· ნიადაგის სახნავი ფენის ვიზუალური სინოტივის
მონაცემები;
· სასოფლო_სამეურნეო კულტურებით დაკავებულ ფართობებზე
ინსტრუმენტალური გაზომვების საფუძველზე მიღებულ
ნიადაგის ტენიანობის მრავალწლიურ მონაცემები;
28. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გამოზამთრების
პროგნოზები: ვაზი, ციტრუსები;
29. ზაფხულის პერიოდისათვის ძირითად სასოფლო-სამეურნეო
კულტურების ჯამური წყალმოხმარება და სარწყავი
ნორმა;
30. ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო
კულტურათა მოსავლის აღებამდე ერთ-ორი თვით ადრე
საშემოდგომო ხორბალის, ქერის, სიმინდის, ვაზის
მოსავლიანობის პროგნოზი;
31. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა (საშემოდგომო
ხორბალი, ქერი, სიმინდი, ვაზი) მოსავლის პროდუქტიულობის
და სტრუქტურის მონაცემები;
32. მდინარეთა და მათი აუზების ბუნებრივი პირობები/ჰიდრომორფომეტრია;
33. ჰიდროლოგიური საგუშაგოების აღწერილობა;
34. წყლის ობიექტებზე (მდინარე, წყალსატევი)
ყოველდღიური დაკვირვებების მონაცემები:
· წყლის დონე;
· წყლის ხარჯი, ნაკადის სიჩქარე, ჩამონადენი;
· წყლის ტემპერატურა;
· წყლის სიმღვრივე;
· ატივნარებული ნატანი მასალის ხარჯი;
· ნატანი მასალის გრანულომეტრული შედგენილობა;
· წყალსატევების წყლის დონე;
· წყალსატევების წყლის ტემპერატურა ნაპირთან,
აკვატორიის ზედაპირულ შრეში და სხვადასხვა სიღრმეებზე;
· წყალსატევების წყლის მასის თბომარაგი;
· მდინარის კალაპოტის წყლის ბალანსი;
· მდინარის აუზისა და წყალსატევების წყლის ბალანსი;
35. ჰიდროლოგიურ საგუშაგოებზე წყლის კადასტრის
(ხმელეთის ზედაპირული წყლები, რეჟიმი და რესურსები),
ყოველდღიური, სეზონური, წლიური და მრავალწლიური
მონაცემები;
36. მდინარეთა შესართავისათვის მრავალწლიური
და სხვადასხვა უზრუნველყოფის ხარჯები;
37. მდინარეთა საგუშაგოებზე ყოველთვიური, წლიური,
მრავალწლიური, მინიმალური 30-დღიანი, ექსტრემალური
და სხვადასხვა უზრუნველყოფის ხარჯები;
38. ყინულოვანი მოვლენები მდინარეებსა და წყალსატევებზე;
39. წყლის ზედაპირიდან აორთქლების ყოველდღიური,
ყოველთვიური, წლიური და მრავალწლიური მონაცემები;
40. შეუსწავლელ მდინარეთა სხვადასხვა კვეთისათვის
მრავალწლიური, მაქსიმალური, მინიმალური და სხვადასხვა
უზრუნველყოფის ხარჯების გამოთვლა;
42. წყლის ხარჯის და სიჩქარის გაზომვა;
43. ჩამონადენის დაანგარიშება;
44. წყალდიდობის კრიტიკული დონის დადგენა;
45. დატბორვის ზონების და ნიშნულების დადგენა;
46. ღვარცოფსაშიში ზონების დადგენა;
47. მონიტორინგი მყარ და ფსკერულ ნატან მასალაზე;
48. მდინარის სიმღვრივის დადგენა;
49. მცოცავ-მგორავი ნატანი მასალის ხარჯის გაზომვა;
50. მყარი ნატანი მასალის გრანულომეტრული შემადგენლობის
განსაზღვრა და მისი სიმკვრივის დადგენა;
51. ტბებზე და წყალსაცავებზე ჰიდრომეტრული სამუშაოები;
52. არხების ტარირება;
53. საქართველოს მყინვარების მონიტორინგი;
54. თოვლის საფარის სიმაღლის, სიმკვრივისა და
წყლიანობის განსაზღვრა;
55. ჰიდროლოგიური საგუშაგოების მოწყობა ტბებზე,
წყალსაცავებზე, მდინარეებზე არხებში და მონიტორინგის
ჩატარება;
56. ტბებზე და წყალსაცავებში თერმული რეჟიმის
დადგენა;
57. აზომვითი სამუშაოები;
58. ზვავსაშიში კერების დადგენა და შესწავლა;
59. ზვავების სიჩქარისა და დარტყმის ძალის განსაზღვრა;
60. ტერიტორიების დარაიონება სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური
მოვლენების (ზვავები, გვალვა, სეტყვიანობა, უხვი
ნალექები, ძლიერი ქარები, ღვარცოფული მოვლენები
და სხვ.) განმეორადობის სიხშირისა და ინტენსიობის
მიხედვით;
61. სატრანსპორტო მაგისტრალების საკომუნიკაციო
ნაგებობებისა და დასახლებული პუნქტების ზვავსაშიშროების
შესახებ ზემოკლევადიანი სპეცპროგნოზებითა და გაფრთხილებებით
მომსახურება;
62. ზვავების ხელოვნურად ჩამოშვების, სეტყვის
საწინაამღდეგო, ნალექებისა და ელჭექის მოვლენის
რეგულირების, ნისლების გაფანტვისა და გაზაფხულის
წაყინვების საწინაამღდეგო სამუშაოების ორგანიზება
და წარმოება;
63. ატმოსფერულ მოვლენებზე (ღრუბლიანობა, ნალექები
და მათი ტიპები, ქარის შკვალური გაძლიერება) დისტანციური
(რადიოლოკაციური) მეთოდებით დაკვირვების სისტემების
ორგანიზება და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა.