ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი

მონაცემთა გაცვლა


საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წინაპარი - თბილისის ფიზიკური ობსერვატორია ერთ-ერთი უძველესი და ფუნდამენტური ობსერვატორიაა. იგი დაარსდა ჯერ კიდევ 1837 წელს, მაგრამ 1844 წლამდე მაგნეტური და მეტეოროლოგიური მონიტორინგი არარეგულარულად მიმდინარეობდა.

რეგულარული მეტეოროლოგიური დაკვირვებები საქართველოში 1844 წლიდან იწყება და მას 160 მეტი წლის სახელოვანი ისტორია გააჩნია. 1916 წლისთვის საქართველოში დაახლოებით 90 მეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო ფუნქციონირებდა. მეორე მსოფლიო ომამდე მათი რიცხვი 200 ერთეულამდე გაიზარდა. მეტეოროლოგიური სადგურები აგრეთვე მაღალმთიან, ძნელად მისადგომ ადგილებშიც აიგო. მათ შორის უძველესებია მამისონის უღელტეხილის (1932) და ყაზბეგის სადგურები. ბოლო დრომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის დაკვირვებათა ქსელი მოიცავდა 50-ზე მეტ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურს.

თბილისის ფიზიკური ობსერვატორია